ჟებოტის საჯარო სკოლის მე-5 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
23-10-2023

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლაში მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათში კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, მე-5 კლასში, განხორციელდა საინტერესო პროექტი - ეგვიპტური სამარხები „სარკოფაგი“ და დეკორატიული სამკაულები.

პროექტს, ხელოვნების პედაგოგი - ლალი უშიკიშვილი ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს, თვალსაჩინოებისთვის მრავალფეროვანი რესურსი შექმნეს და კლასში გამოფინეს. 

სკოლაში, პროექტებით სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. გააზრებული აქვთ, რომ მოსწავლეებისთვის საინტერესო საგაკვეთილო პროცესის შეთავაზება, მნიშვნელოვანია მათი გაააქტიურებისა და მოტივაციის ზრდისთვის. 

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203