ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დიაგნოსტიკური შემოწმება ჩაუტარდათ
23-10-2023

ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის აუდიოლოგებმა, სმენა შეუმოწმეს. ​

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შვედურმა მხარემ, დიაგნოსტირებულ ბავშვებს უსასყიდლოდ სასმენი აპარატები გადასცა.

აქცია სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, კლინიკა „გიდის“,  სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის, ქუთაისის მერიისა და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ჩართულობით განხორციელდა.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების ჯანმრთელობის გამოკვლევა, მისი მონიტორინგი და მოსწავლეების წახალისება, რომ ჰქონდეთ მზაობა ჩაიტარონ დიაგნოსტიკური გამოკვლევები. 

იხილეთ ფოტო: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203