
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა შემოდგომას საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს.
სკოლის მე-3დ კლასის დამრიგებლის - ნინო გარუჩავას ხელმძღვანელობით, ბავშვებმა ღონისძიებაზე მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს.
მესამეკლასელებმა ზეიმზე იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ხალისიანად გაატარეს. მათ ასევე თემატური ლექსები წაიკითხეს, ნამუშევრები შექმნეს.
აქტივობაში ბავშვები დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
„ძვირფასო შემოდგომა, გთხოვთ ნუ ხარ სევდიანი. ჩვენ იმაზე მეტად გვიყვარხარ, ვიდრე გგონია. ანდაც როგორ არ უნდა გვიყვარდე, შენ ხომ მწიფე ხილი, ჩურჩხელა და ფელამუში მოგაქვს. სკოლაც დაიწყება თუ არა, შენი წყალობით ჩვენი ეზო მრავალფრად იქცევა. შენ გამო ხდება ეზოში თამაშიც უფრო სახალისო და მომხიბვლელი. ნუ დამწუხრდები - სიყვარულით, შემოდგომის ბავშვები სენაკიდან“, - ასე შეეგებნენ სკოლაში შემოდგომის შებრძანებას.
იხილეთ ვიდეო: