პატარა არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლე ზარინე ვარტანიანი სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დასაჩუქრდა 
23-10-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლე ზარინე ვარტანიანი, რომელმაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულა კომპიუტერით დაჯილდოვდა. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი ზარინე ვარტანიანმა პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში მიიღო. 

​სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ. 

„მიუხედავად მოსწავლეთა მცირე რაოდენობისა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლემაც მიიღო კომპიუტერი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

20 ოქტომბერს კი სკოლის დირექტორმა - მელანია ვარტანიანმა, წარჩინებულს მოსწავლეთა თანდასწრებით საზეიმოდ გადაეცა კომპიუტერი, მას დამსახურებული ჯილდო მიულოცა და ამ გზით, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კიდევ ერთხელ, აუმაღლა მოტივაცია მოსწავლეებს.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203