„ვულოცავთ, დამსახურებულ გამარჯვებას“ - შომახეთის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ ნდობა იოსებ მაჭარაშვილს გამოუცხადა
23-10-2023

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ შომახეთის საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭომ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იოსებ მაჭარაშვილი დირექტორად აირჩია. 

სკოლაში სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება ახარებთ და ხელმძღვანელს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. 

„ვულოცავთ ბ/ნ იოსებს, დამსახურებულ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას შომახეთის საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციაზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ამჟამად, სკოლებში სკოლის ხელმძღვანელების არჩევნები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203