კერძო სკოლა „ცოდნაში“ პირველკლასელებს მასწავლებლებმა საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქციეს  
23-10-2023

თბილისის კერძო სკოლის „ცოდნა“ პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

პედაგოგებთან ერთად, ბავშვები სკოლაში „ანბანის შებრძანება“ დიდი სიხარულითა და ამაღლებული განწყობით შეხვდნენ.

პედაგოგებმა: მედეია ბოლქვაძემ (I1 კლასი), ნინი წერელოვმ, ლიკა გეჯაძემ (I2 კლასი), ეკა თევზაძემ და ნათია მესხიშვილმა (I3 კლასი), განსაკუთრებულად იზრუნეს იმაზე, რომ ეს დღე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო მათი აღსაზრდელებისთვის.

აღნიშნულ დღეს სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები ჩატარდა. 

„შეიქმნა საკლასო-სასწავლო რესურსები, მოსწავლეებმა ამოიკითხეს პირველი სიტყვა და წინადადება - „აი-ია“, ბოლოს კი, სკოლის ეზოში საკუთარი ხელებით დარგეს ლურჯთვალა იები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეები აქტივობებში დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ვიდეო ბმულზე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203