წინსვლის საჯარო სკოლის ეზო განახლდა და გამწვანდა
23-10-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლაზე დირექციასთან ერთად, მოსწავლე-მასწავლებლებიც დიდი მონდომებით ზრუნავენ.

ამის მაგალითია, სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლისა და მისი კლუბის წევრების გაწერილი პროექტი. 

აღნიშნული პროექტი სკოლის ეზოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეხებოდა, რომელიც მათ კონკურსზე წარადგინეს და მოიგეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კლუბის წევრებისა და თემის წარმომადგენლების ერთობლივმა მუშაობამ შედეგი გამოიღო - სკოლის ეზო განახლდა და გამწვანდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ დასრულდა, რაც მოსწავლე-მასწავლებლებისთვის სასიხარულოა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203