
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში მასწავლებლების განვითარებასა და მათი პროფესიული წინსვლის მხარდაჭერას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ განვითარებისა და უცხოელი პედაგოგების გამოცდილების გასაცნობად, ინგლისური ენის მასწავლებელი - მარიკა ჩხაპელია eTwinningplus-ის პროექტში ჩაერთო.
პედაგოგი, მუდმივად ზრუნავს პროფესიულ ზრდასა და წინსვლაზე. მან ამ პროგრამის ფარგლებში შექმნა პროექტი, რითაც ძალიან დააინტერესა სხვა დანარჩენი მონაწილეებიც.
პროექტის თემა კი - Body Parts („სხეულის ნაწილები“), გახლდათ, რომელიც პედაგოგმა მე-2 კლასში განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი მიზნად ისახავდა:შეგახსენებთ, რომ eTwinningplus არის ქართველ და ევროპელ მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამა, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკომისიის დახმარებით 2013 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული პროგრამა ქართველ და ევროპელ მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის დამყარებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.
იხილეთ ფოტოები: