მოგზაურობა ანბანის სამყაროში - დაუვიწყარი დღესასწაული ჯგალის თემის საჯარო სკოლის პირველ კლასში
23-10-2023

კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის ფერად სამყაროში იმოგზაურეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მასწავლებელმა გამოუცხადა: ზეიმი გვექნება, ბავშვებო, ანბანის ზეიმი! 

ემოციით სავსე შეძახილები და სიხარულით გაბრწყინებული თვალები იყო უფრო დიდი ინსპირაცია მასწავლებლებისათვის, რათა პატარები განსხვავებული სილაღით ზიარებოდნენ ანბანის სამყაროს.

კლასის დამრიგებელმა - ნონა მიქავამ და ქართულის მასწავლებელმა ნონა თოლორდავამ ბედნიერი და ლამაზი დღე აჩუქეს ჯგალის თემის საჯარო სკოლის პირველკლასელებს. მათ საზეიმოდ მოურთეს საკლასო ოთახი.

ლექსები, სიმღერები, სახალისო აქტივობები პოზიტიურ განწყობას უქმნიდა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.

პირველკასელებისთვის, სკოლის პირველი ზეიმი დაუვიწყარ თავგადასავლად იქცა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა - ნონა კვარაცხელიამ მიულოცა პირველკლასელებს „ანისა“ და „ინის“,  სამყაროში შებრძანება, მათ გზა დაულოცა და წარმატებები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203