
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვას.
სწორედ ამ მიზნით, მასწავლებლები ცდილობენ, რომ მოსწავლეებს ორიგინალური და სახალისო საგაკვეთილო პროცესი შესთავაზონ.
ამჯერად, მასწავლებლებმა - სუსანნა წარუკიანმა, არმანუშ გაბრიელიანმა და ელენა პუთულიანმა, მე-5 კლასის მოსწავლეებთან ერთად, დაგეგმეს და ჩაატარეს ღია გაკვეთილი ბუნებაში.
გაკვეთილის თემა კი - „შემოდგომა ჩვენს სოფელში“, გახლდათ.
მოსწავლეებისთვის, გაკვეთილი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო, მათთვის არაფორმალური გარემო მეტად მამოტივირებელი აღმოჩნდა. თითოეული მოსწვალე აქტიურობით გამოირჩეოდა, ისინი თავიანთ აზრებს თამამად აფიქსირებდნენ.
გაკვეთილი პროდუქტიული და ინტერაქციული აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: