ჭანჭათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებელთა შრომა და ღვაწლი ღონისძიებით აღნიშნეს 
23-10-2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა ღვაწლი და შრომა დაფასებულია.

შესაბამისად, სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ეთერ ცინცაბაძე ხელმძღვანელობდა.

ღონისძიებაზე ბავშვებმა მასწავლებლის პროფესიის შესახებ ისაუბრეს, აღნიშნეს, თუ რა როლს თამაშობს ის მოსწავლეთა ცხოვრებაში.

მოსწავლეებმა ასევე ფურცლებზე დაწერეს, თუ როგორი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მასწავლებელს მათ ცხოვრებაში და კედელზე გააკრეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203