თბილისის N102 საჯარო სკოლის პირველკლასელები ბოტანიკურ ბაღს ეწვივნენ
23-10-2023

თბილისის N102 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. სწორედ ამიტომ, პედაგოგები ბავშვებს სხვადასხვა სახის გასვლით აქტივობებს აქტიურად სთავაზობენ.

ამჯერად, I კლასის მოსწავლეები ბოტანიკურ ბაღში იმყოფებოდნენ. 

პირველკლასელებმა სხვადასხვა სახის მცენარეები დაათვალიერეს, მათ შესახებ საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ, ცოდნა აიმაღლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

მოსწავლეებმა ასევე პედაგოგთან ერთად მცენარეთა მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მათ მოფრთხილება სჭირდებათ.

ეს დღე პირველკლასელთათვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203