კერძო სკოლის - „ოცნება“ მოსწავლეები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით ჩაერთნენ
23-10-2023

წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსწავლეებში და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ბავშვები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და შეჯიბრებაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობდნენ. მათ კალათბურთის შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზეს და მე-2 ადგილი დაიკავეს.

ბავშვებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს და სკოლა ასახელეს. 

„წარმატებები ჩვენი სკოლის ნორჩ კალათბურთელებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტიოვბები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203