
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და პედაგოგების განწყობაზე და მათთვის სასიამოვნო სასწავლო გარემოს შექმნაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიყო. იმ დღეს განცდილი ემოციები სასკოლო საზოგადოებას ჯერ კიდევ მოსდევს.
ფერადი ბუშტებით გაფორმებული სკოლა, თვალებაციმციმებული პირველკლასელები, ემოციებით აღსავსე მოსწავლეები და დიადი გეგმების მქონე პედაგოგები - ასეთი იყო 15 სექტემბერი სკოლაში, ენთუზიაზმი მოსწავლეებსა და პედაგოგებში ჯერაც არ განელებულა.
შემართება და განვითარებისკენ სწრაფვა, სასკოლო საზოგადოების აქტიურობასა და საინტერესო სასწავლო პროცესიის წარმართვაზე აისახება.
იხილეთ ფოტოები: