„მადლობა, კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის“ - ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლის დირექტორად სამეურვეო საბჭომ შოთა კუბლაშვილი აირჩია
23-10-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. 

სამეურვეო საბჭომ სკოლის დირექტორად არსებული ხელმძღვანელი შოთა კუბლაშვილი აირჩია. 

შოთა კუბლაშვილი სასკოლო თემს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის და ჰპირდება, რომ კვლავ ღირსეულად გააგრძელებს მომავალი თაობების განათლებასა და სკოლის საჭიროებებზე ზრუნვას. 

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსა და სასკოლო საზოგადოებას უღრმეს მადლობას ვუცხადებ, კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისათვის.

თქვენთან ერთად შევძლებთ უკეთესობის შექმნას ჩვენი მომავალი თაობებისათვის. უპირველეს ყოვლისა, რომ არა მასწავლებლობა და ამ პოზიციიდან დანახვა სკოლის საჭიროებისა, გაჭირდებოდა ობიექტური ხედვის შენარჩუნება.

არ იყო იოლი აქამდე მოსვლა და არც აწი იქნება ადვილი გასავლელი გზა....ვისაც სურვილი გაქვთ შემომიდექით და ერთად ვემსახუროთ ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობებს“,- აღნიშნავს დირექტორი. 

ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203