
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში, საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა, თემაზე - შემოდგომა.
გაკვეთილი ორი საგნის: ქართულ ენასა და ხელოვნების სინთეზით, მე-4 კლასში გაიმართა და მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: მარიამ დადუნაშვილი და ლილი ხაზარაძე.
გაკვეთილი საკმაოდ საინტერესო, შემოქმედებითი და პროდუქტიული აღმოჩნდა. საგაკვეთილო პროცესი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რამაც ის მეტად შთამბეჭდავი გახადა.
სკოლაში, მასწავლებლებს, მოსწავლეებთან ერთად, წინსვლას, წარმატებას და კიდევ მრავალი ასეთ საინტერესო გაკვეთილის ჩატარებას უსურვებენ.
ვიდეო იხილეთ ბმულზე.