
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის პედაგოგი - ანნა ქავზინაძე, თავს მოსწავლეებს მუდამ სიყვარულს შთააგონებს, მათ ჰუმანურობისა და სიკეთისკენ მოუწოდებს.
პედაგოგის ფასდაუდებელი რჩევები კი, თავის მოსწავლეებში ყოველთვის ღრმად ილექებოდა და ეს საუკეთესოდ გამოჩნდა მაშინ, როცა ისინი მთელი გულით გულშემატკივრობდნენ თანაკლასელს, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა.
პედაგოგი ამაყია, რომ შეძლო და მოსწავლეებში ემპათიის მაღალი გრძნობა, მეგობრობა და სიყვარული დანერგა.
გიზიარებთ, მასწავლებლის ემოციურ წერილს:
„მე ვიგრძენი, როგორც კლასის ხელმძღვანელმა, რომ ჩემს შრომას, დარიგებას, სწავლას მეგობრობის და სიყვარულის ძლიერი გრძნობის შესახებ ტყუილად არ ჩაუვლია...რომ ისინი ყოველთვის იქნებიან ცხოვრებაში, მეგობრობის და სიყვარულის განმახორციელებლები...“, - წერს პედაგოგი.
მონატრებულ თანაკლასელს მოსწავლეები დიდი სიყვარულითა და ფერადი ბუშტებით შეეგებნენ. მას მრავალფეროვნად მორთული საკლასო ოთახი დაახვედრეს და გამოჯანმრთელება მიულოცეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: