„ჩაის წვეულება“ - გუმბრინის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა საინტერესო ინგლისურენოვან კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
23-10-2023

გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლის მოსწავლეები უცხოურ ენებს საინტერესო აქტივობებითა და შემოქმედებითი დავალებებით სწავლობენ.

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე - „ჩაის წვეულება“, იმუშავეს. 

მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაზე ახსნეს, თუ როგორ უნდა მოამზადონ რძიანი ჩაი და მოაწყონ ჩაის წვეულება.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოსწავლეების ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვა და მათი მოტივაციის ამაღლება. 

იხილეთ ვოდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203