
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლა მოსწავლეთა კიდევ ერთ წარმატებას ზეიმობს.
სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ჰასმიკ ნორსოიანი და რომან ჰანესიანი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები ულოცავენ მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯილდოს მიღებას და უსურვებენ უფრო მეტ წარმატებასა და წინსვლას.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტო: