დაბა სტეფანწმინდის N1 სკოლის მოსწავლე ანი ჩიბაშვილი ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობდა
23-10-2023

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე - ანი ჩიბაშვილი ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში ჩაერთო. 

ანი, შიდა ტურების წარმატებით გადალახვის შემდეგ, ეროვნულ რაუნდზე, სკოლის სახელით წარდგა და სკოლა საუკეთესოდ წარმოაჩინა. 

ანის წარმატებით სკოლაში ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. მისი მიღწევა, სხვა მოსწავლეებისთვის მოტივაცია და სტიმული გახდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეების აქტიურობას, მათ სხვადსხვა საგანმანათლებლო ოლიმპიადებსა თუ პროექტებში ჩართულობასა და მათი ძლიერი მხარეების წარმოაჩენას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203