სალომინაოს საჯარო სკოლის დირექტორად სამეურვეო საბჭომ როზა ერისთავი აირჩია
23-10-2023

აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლაში, 17 ოქტომბერს, დირექტორის არჩევნები ჩატარდა. 

სამეურვეო საბჭოს წევრებმა ერთხმად ნდობა გამოუცხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგენილ კანდიდატს - როზა ერისთავს. 

როზა ერისთავი საბჭომ დირექტორად 6 წლის ვადით აირჩია. 

სკოლაში საბჭოს გადაწყვეტილება ახარებთ და ხელმძღვანელს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. 

„გილოცავთ, დიდი სიყვარულით და პატივისცემით, გისურვებთ, პროფესიულ წინსვლას, თქვენი დიდი მისიისა და მიზნების წარმატებით შესრულებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203