მელეს საჯარო სკოლის ჭიდაობის წრის მოსწავლეებმა მუნიციპალურ ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
23-10-2023

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში თითქმის ერთი წელია რაც ფუნქციონირებს ჭიდაობის წრე, რომელსაც ხელმძღვანელობს ტრენერი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი მათე ბენდელიანი.

22 ოქტომბერს დაბა ლენტეხში ჩატარდა გერასიმე ქურასბედიანის სახელობის მუნიციპალური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. 

მათე ბენდელიანის მოსწავლეებმა ტურნირში წარმატებით იასპარეზეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. მოსწავლეებმა საპრიზო ადგილები გადაინაწილეს:

  • საბა ბაკურაძე I ადგილი;
  • ნიკოლოზ ონიანი II ადგილი;
  • ლელი ავალიანი II ადგილი;
  • ნანუკა ონიანი III ადგილი.

მელეს საჯარო სკოლა ულოცავს ბავშვებს საპატიო ადგილებზე გასვლას და უსურვებს უდიდეს წარმატებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203