
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა მედიაწიგნიერების კვირეული და განხორციელდა პროექტი - „მედიაწიგნიერება სასკოლო გარემოში“, რომელმაც ინტეგრირებულად მოიცვა ლიტერატურა და კომპიუტერული ტექნოლოგიები.
პროექტის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებმა ხატია ბარამიძემ და ცისია კალანდაძემ, ჩაატარეს ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები და პრეზენტაციები, მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები და სასკოლო საზოგადოებასა და თემს მიაწოდეს ინფორმაციები სანდო და არასანდო საიტებზე, ტროლებსა და ბოტებზე.
პროექტის ბოლო ეტაპზე მოეწყო დებატები. ერთმანეთს შეეჯიბრა ორი გუნდი - „მედიათეკა“ და „ობიექტივი“, რომლებიც დაკომპლექტდა პედაგოგებით და მოსწავლეებით. გამოვლინდა გამარჯვებულები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მედიაწიგნიერების კვირეულის მიმართ ინტერესი უქმნით იმის საფუძველს, რომ სკოლა კვლავ გააგრძელებს ამ კუთხით მუშაობას.
„ჩვენი მიზანია, მიზანმიმართულად გავიკვლიოთ გზა ციფრულ სამყაროში და შეგვეძლოს სანდო, უსაფრთხო და გამჭირვალე ინფორმაციის „შექმნა“,-აცხადებენ სკოლის მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები: