ბათუმის N8 საჯარო სკოლის ყოველწლიური აქცია - „სიკეთე გადამდებია“ დაიწყო
23-10-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლის X კლასში, ყოველ წელს უკვე ტრადიციად იქცა,  საქველმოქმედო კამპანია -  „სიკეთე გადამდებია“. 

სიკეთე გადამდებია, ნულოვანი შიმშილი, აქციე სიკეთე ტრადიციად - ამ იდეების ირგვლივ გაერთიანდენ მოსწავლეები და გამოვიდნენ ინიციატივით - რაც შეიძლება მეტი ადამიანის გული გაახარონ.

„დღეს ჩვენ ვიყავით. ვინ იქნება მომდევნო კვირის აქტივისტი კლასი?“ - ამ გზავნილით კი, მეათეკლასელებმა სხვა კლასებსაც მოუწოდეს სიკეთის კეთებისკენ

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელმა - ია ბლაგიძემ, გამოწვევა სოციალურ ქსელშიც განათავსა და X კლასის სახელით, გამოიწვია სამ კლასი: X კლასი(დამრიგებელი - მაია ჩაგანავა), VIII კლასი (დამრიგებელი - მანო ჯაიანი) და სკოლა-ლიცეუმი „ნერგების“ პედაგოგის - ქეთი მახარაძის სადამრიგებლო კლასები. 

სიკეთე გადამდებია - სწორედ ამ მოტივით, ტრადიციად ქცეული კამპანია, არაერთი ადამიანის ღიმილისა და სიხარულის მიზეზი გახდა. 

„ვაქციოთ სიკეთე სხვადასხვა კლასების კვირის აქტივობად, გამოვიწვიოთ მომდევნო კვირის აქტივისტები, დავაპუროთ უფრო მეტი შეჭირვებული ოჯახი, რამეთუ სიკეთე გადამდებია, გელოდებით... “, - აღნიშნავს პედაგოგი ია ბლაგიძე. 

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203