
ყვარლის N2 საჯარო სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი თინა ნაზრიშვილი მომავალი თაობების აღზრდა-განათლების კეთილშობილურ საქმეს არაერთი წელი ღირსეულად ემსახურება და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცეს.
თინა ნაზრიშვილს შრომა და ღვაწლი დაუფასდა და გაწეული მუშაობისთვის, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისთვის პროექტებსა და ღონისძიებებში, რესპუბლიკურ კონკურსებში გამარჯვებებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა, ხელმძღვანელის - ბერიკა შუკაკიძის ხელმოწერით, მიანიჭა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება.
2023 - 2024 სასწავლო წლის დასაწყისში ქალბატონ თინას ეს წარმატება მიულოცეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მისმა მოადგილემ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქეთი ჭიპაშვილმა და, რაღა თქმა უნდა, სკოლის დირექტორმა. ლეილა ქოჩორაშვილმა ისაუბრა მის წარმატებებსა და მიღწევებზე.
იხილეთ ფოტოები: