„სასწავლო გაჩერება“ - შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი აქტივობა ხუცუბნის საჯარო სკოლაში
23-10-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის (მასწავლებელი ინგა მიქელაძე) და ბუნებისმეტყველების (მასწავლებელი: მზია თხილაიშვილი) ინტეგრირებული გაკვეთილის ფარგლებში, მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის, რევაზ ინანიშვილის მოთხრობის შესწავლისას დაიგეგმა გაკვეთილი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.

აქტივობა -  „სასწავლო გაჩერება“ ჩატარდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. შთამბეჭდავი იყო თემა - სიყვარულის მარადიულობისა და ერთმანეთის დანახვის, აღიარების იდეა რევაზ ინანიშვილის „ნეკერჩხლის წითელი ფოთლის“ მიხედვით.

„მოხდა ცოდნის ტრანსფერი. „დისნეის სამი სკამის“ გამოყენებით მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო მოსაზრებები, დააკვირდნენ ფოთოლცვენას, ნახეს ნეკერჩხლის სხვადასხვა სახეობა...“- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ მორიგი „სასწავლო  გაჩერება“ მოსწავლე-მასწავლებლებნა განახორციელეს „ხაზარულას“ შესწავლის შემდეგ  გურიაში, ხიდისთავში, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში.

„მოსწავლეებმა ნახეს, სად ცხოვრობდა  ავტორის ბებია, ქიშვარდი ბაბუა, ილიკო, ილარიონი, მერი, კუკარაჩა,  ბეჟანა,  ხატია, მწერლის მამიდა მართლა მასწავლებელი იყო... აღიქვეს, როგორ წაართვა ბავშვობა ავტორს ტოტალიტარულმა რეჟიმმა, რომ მოთხრობა „ჰელადოს“  მწერლის სოხუმში, დეიდასთან გატარებულ ბავშვობას ასახავდა“,- გვეუბნებიან სკოლაში.


შემდეგი „სასწავლო გაჩერება“ მოხდა მკითხველთა კლუბის - „უკეთესი რომ გახდეს ადამიანი“,  შეკრებაზე. მართული კითხვის მეთოდით მეექვსეკლასელებმა წაიკითხეს მოთხრობა, შემდეგ კი წაკითხულის ინტერპრეტირების მიზნით გამოიყენეს „ბლუმის კუბი“...

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203