
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება მოეწყო.
ღონისძიებაში ყველა მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და შემართებით ჩაერთო.
მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნებაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია თემაზე - „რთველი“, თუ რა დატვირთვა აქვს წელიწადის ამ დროს.
ბავშვები თათარისა და ჩურჩხელის მომზადების საფუძვლებსაც გაეცნენ, ისაუბრეს, თუ როგორ იკრიფება ყურძენი და როგორ იწურება ღვინო.
მოსწავლეებისთვის, ღონისძიება ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: