
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის Vა კლასის მოსწავლეები სოფელ შრომას ეწვივნენ და თიხის ნაკეთობების დამზადების ტექნიკას გაეცნენ.
„მოგზაურობა თიხის სამყაროში“, - სწორედ ასე უწოდეს მოსწავლეებმა ამ საინტერესო ექსკურსიას.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს, მეთუნემ დიდი სიყვარულით აჩვენა თიხის დამუშავების ტექნიკა და დაეხმარა მათ, შეექმნათ თიხისგან სხვადასხვა ნივთები.
მოსწავლეებთან ერთად, სოფელს დამრიგებელი, ხელოვნების პედაგოგი - ნ. მაკალათია და ბუნების პედაგიგი - დ. კუჭუხუძეც, სტუმრობდნენ.
სკოლაში მადლობას უხდიან შროშის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეს - კახა შველიძეს, რომ ასეთი საინტერესო გიდობა გაუწია და მეთუნეს, რომ მოსწავლეები თიხაზე მუშაობის ხელოვნებას აზიარა.
ბავშვებისთვის, დღე ემოციებით დატვირთული, სახალისო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: