წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა თავგადასავლებით სავსე სასწავლო პროცესი და ჯადოსნური მოგზაურობა ანბანეთში
23-10-2023

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელები ქართულ ანბანს დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ეუფლებიან. მათ მოტივაციაზე კი მასწავლებლები ზრუნავენ, რომლებიც მოწაფეებს პირველ ასო-ბგერებს საზეიმოდ აცნობენ. 

ახლახან, ანბანი I კლასში შებრძანდა. „როგორ ელოდნენ ამ დღეს ეს პატარები და ისიც დადგა. ლურჯთვალა იამ შემოანათა დღეს I კლასში და პატარებს ქართული ანბანის კარი გაუღო“,- გვიყვებიან სკოლაში. 

პედაგოგმა მოსწავლეები მრავალფეროვან საინტერესო და სახალისო აქტივობებში ჩართო და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა. სწავლასმოწყურებულმა პატარებმა კი ანბანეთის ჯადოსნურ სამყაროში თამამად შეაბიჯეს.  

„საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას გისურვებთ ანბანეთში, ჩემო ძვირფასებო!“,- მიმართავს პედაგოგის პირველკლასელებს და საანბანო პერიოდის დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203