
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად ერთვებიან.
ისინი ასევე ყოველწლიურად მონაწილეობენ „კინგსის“ ოლიმპიადაში, სადაც სხვადასახვა ხარისხის ჯილდო, კონკრეტულ დისციპლინებში, არაერთგზის მოიპოვეს.
ეს პროცესი მოსწავლეთა ცოდნის ამაღლების გარდა, ასევე ავლენს პედაგოგის წლიური მუშაობის ხარისხსს.
ამჯერადაც, გამონაკლისი არ ყოფილა. სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეებს, გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ტურებზე მოპოვებული წარმატებისთვის სერტიფიკატები და დიპლომები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს მომავალი წარმატებების იმედით, ღირსეულ გამარჯვებას ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები: