საფეხბურთო დღიური საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში
20-10-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მოსწავლეებში სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ფეხბურთის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ, რისი დასტურიცაა სკოლაში ყოველწლიურად გამართული ჩემპიონატები. 

ეს კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს მოსწავლეებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის არსებობას.

სკოლაში, წელსაც დიდი მოლოდინით ჩატარდა საფეხბურთო დღიური, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

ფეხბურთი, რომ გუნდური თამაშია ეს საყოველთაოდ აღიარებული თემაა მოსწავლეებშიც. სპორტის ამ სახეობაში ქართველებს საამაყო ბევრი გვაქვს.

ამ დღესაც არ ცხრებოდა გულშემატკივართა სკანდირება, ყველას თავისი ფავორიტი ჰყავდა.

შეჯიბრებაზე საბოლოო გამარჯვება მე-8 კლასის გუნდს ხვდა წილად. კაპიტანმა გუნდში პოზიციების სწორად გადანაწილებით საბოლოო გამარჯვება მოიპოვა.

სკოლის დირექტორმა, ლალი მელივამ გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადასცა და მედლებით დააჯილდოვა.

„ძვირფასო მოსწავლეებო, სულ გამარჯვებით გევლოთ“, - საუკეთესო სურვილებითა და ახალი გამარჯვების წყურვილით დასრულდა ღონისძიება სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203