საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით დაიწყეს
20-10-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელებს ქართულ ანბანთან შეხვედრის ემოციური მომენტი არასდროს დაავიწყდებათ.

პედაგოგმა - ნინო გაგოევმა ბავშვების შესრულებული სხვადასხვა სახალისო აქტივობებით გამოავლინა მათი უნარები, რაც მნიშვნელოვანია მოზარდების შემეცნების, ინფორმაციის მიღების, გაანალიზებისა და დამახსოვრებისთვის.

მუსიკის მასწავლებელმა, ნინო ბიბილურმა ანბანზე სიმღერით დიდი ხალისი შეიტანა საგაკვეთილო პროცესში.

ქართულის მასწავლებლის აქტიური ჩართულობით, მოსწავლეებმა იმსჯელეს და იმუშავეს ზეპირ და პრაქტიკულ სამუშაოებზე:

  • ამოიცნეს ასოები და ამოკითხეს სიტყვები (ახალი სახელმძღვანელო სწორედ ამ მეთოდს გვთავაზობს);
  • დამარცვლეს და გაიხსენეს წესი სიტყვაში ხმოვნებისა და თანხმოვნების თანაფარდობაზე;
  • დაფაზე დაწერილი სიტყვები ხმამაღლა ამოიკითხეს და ხმოვნებს გაუსვეს ხაზი;
  • გამოძერწეს ასოები და წაიკითხეს ლექსები.

შესაბამისად, მოსწავლეებმა პედაგოგის დახმარებით, ანბანის სწავლა ხალისითა და დიდი შემართებით დაიწყეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203