
თერჯოლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს - ნინო ტალახაძეს, ლუკა ჩანთაძეს, ნინო ოდიკაძეს, მარიამ რობაქიძეს, მარიამ სახელაშვილს, დავით სამსონაშვილს, კესო მორალიშვილს, სესილი მორალიშვილსა და თათია მორალიშვილს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლის დირექტორი რუსუდან უსუფაშვილი და პედაგოგები მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ და მათ კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებენ.
„ვულოცავთ მათ და კლასის დამრიგებლებს - მირანდა დევიძს და მზია მაკარიძეს ამ წარმატებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგელბობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: