„ჩვენი პირველი თარგმანები“ - განჯალის საჯარო სკოლის მე-7 კლასელებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის „დიდი წიგნი“ შექმნეს
20-10-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი პროექტი - „ჩვენი პირველი თარგმანები“, განხორციელდა. 

პროექტში, მე-7 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ქართული ხალხური ზღაპარი - „კომბლე“ აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე თარგმნეს, ტექსტი შესაბამისი ილუსტრაციებით გააფორმეს და დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის „დიდი წიგნი“ ააწყვეს.

პროექტს, არაფორმალური განათლების დამხმარე მასწავლებელი - მარიამ პეტრუზაშვილი, ინგლისური ენის პედაგოგი - ნათია ქართველიშვილი და ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგი - ხურამან სადიხოვა ხელმძღვანელობდნენ.

სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებისა და კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203