ფერადი საშემოდგომო ღონისძიება ორჯის საჯარო სკოლაში
20-10-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. 

ამჯერად, მე-8 კლასის დამრიგებლის - ვარდითერ იუზბაშიანის ინიციატივით, საშემოდგომო ღონისძიება - „ფერადი შემოდგომა“ გაიმართა. მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და წელიწადის ამ სეზონზე ისაუბრეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც შესაბამისი დეკორაციით იყო მორთული. 

„ღონისძიება ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. დირექციას მადლობას გადუხადა ვარდითეს, ასეთი საინტერესო და სახალისო ღონისძებისათვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203