ჭაბუკიანის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სპორტული კვირეული ჩატარდა
20-10-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, სკოლაში სპორტის მასწავლებელმა,  ჯონი ნადირაძემ მოსწავლეებთან ერთად დაგეგმა და განახორციელა შიდასასკოლო სპორტული კვირეული.

კვირეულის ფარგლებში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მოსწავლეებს შორის შეჯიბრებები გაიმართა.

აღნიშნულ შეჯიბრებებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. ბოლოს კი გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ.

კვირეულმა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარმატებით ჩაიარა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს სთავაზობენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203