ზემო ქედის N1 საჯარო სკოლაში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიება გაიმართა
20-10-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა ისტორიული მოვლენები და თარიღები არასდროს რჩება.

გამონაკლისი არც სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღე ყოფილა. 

სკოლაში სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ისტორიის მასწავლებელმა, ნინო პეტრიაშვილმა მოსწავლეებთან ერთად, ღონისძიება გამართა.

„მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეს ტრაგიკული და ტკივილიანი დღე საქართველოს ისტორიისა და პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

„30 წლის შემდეგაც აფხაზეთი საქართველოს მოუშუშებელი ჭრილობაა, თუმცა ჩვენი ქვეყნის გაერთიანების იმედი ჩაუმქრალ ცეცხლად ანთია. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში და გვერდიგვერდ ვიცხოვრებთ ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად - ამ იმედიან ნოტაზე დაასრულეს მოსწავლეებმა თავიანთი გამოსვლები“, - ამბობენ სკოლაში.

შესაგხსენებთ, რომ 30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203