იხტილის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესის დაცვით გაიმართა
20-10-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მისი ორგანიზატორი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სათენიკ ლაგზიანი იყო.
არჩევნების მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებითა და დიდი პასუხისმგებლობით ჩაერთნენ, მათ სასურველი არჩევანი გააკეთეს. პროცესმა ყველა შესაბამისი წესის დაცვით ჩაიარა.
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“