ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლე ნორა მკრტჩიანს წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერი გადაეცა 
20-10-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნორა მკრტჩიანი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა. 

მას ლეპტოპი სკოლის დირექტორმა ფარანძემ სტამბოლციანმა, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, გადასცა. აღსანიშნავია, რომ ის ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული და ბეჯითი მოსწავლეა. 

სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, წარმატებას უსურვებენ და განათლების სამინისტროს მადლობას უხდიან.

„პედკოლექტივი ულოცავს ნორა მკრტჩიანს, უსურვებს ბევრ წარმატებას და წინსვლას. ასევე, მადლობას უხდის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასეთი შესაძლებლობისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203