თბილისის N24 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები წარმატებით ჩატარდა
20-10-2023

თბილისის N24 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები, როგორც საბაზო, ასევე საშუალო საფეხურზე გაიმართა. 

ხმათა უპრეცედენტო რაოდენობით, თვითმმართველობის პრეზიდენტი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე - დიმიტრი ფაცაცია გახდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიმიტრი ძალიან სამართლიანი, ძლიერი და ერთგულო ადამიანია, რომელსაც სრულიად სასკოლო საზოგადოება ულოცავს გამარჯვებას, წარმატებასა და საინტერესო მოღვაწეობას უსურვებს.

საბაზო საფეხურის გამარჯვებული კი, მე-7 კლასის მოსწავლე - ანიტა ვაჭარაძე გახდა. ანიტა, ასევე ენერგიული და მოტივირებული გოგოა, რომელსაც მთელი სკოლა წინსვლასა და წარმატებას უსურვებს. 

სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებს მონაწილეობისა და აქტიურობისთვის. 

„დიდი მადლობა ჩვენს ყველა თვითმმართველს არჩევნებზე აქტიურობისა და პასუხისმგებლობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203