ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის დირექტორად სამეურვეო საბჭომ პედაგოგი ინგა ვეფხვაძე აირჩია
20-10-2023
დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, პედაგოგი - ინგა ვეფხვაძე გახდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ის წლების განმავლობაში ასწავლიდა მარელისის საჯარო სკოლაში და მისი ინიციატივით არაერთი პროექტი განხორციელდა.
სკოლაში, ახალ დირექტორს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ და მას ისეთივე ღირსეულ, შედეგიან და წარმატებულ ხელმძღვანელობას უსურვებენ, როგორი პედაგოგიც იყო.
„იმედს ვიტოვებთ ახალ პოზიციაზეც წარმატებული იქნება და სკოლის წინსვლაში აქტიურ წვლილს შეიტანს. წარმატებები, ხარაგაულის N2 სკოლას და ქალბატონ ინგას, დირექტორის პოზიციაზე!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“