შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორის უფლებამოსილება სამეურვეო საბჭომ ნინო სადრაძეს მიანიჭა
20-10-2023

აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში, 16 ოქტომბერს, დირექტორის არჩევნები ჩატარდა. სამეურვეო საბჭომ სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით სკოლის ხელმძღვანელად ნინო სადრაძე აირჩია. 

სკოლაში საბჭოს გადაწყვეტილება ახარებთ. თანამშრომლები ნინო სადრაძეს არჩევნებში გამარჯვებას დიდი პატივისცემით ულოცავენ და უსურვებენ წარმატებით ემსახუროს სკოლის საკეთილდღეო საქმეს.

„სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ ქალბატონ ნინოს დირექტორად არჩევას. წარმატებულ საქმიანობას, წინსვლას ვუსურვებთ სკოლის საკეთილდღეოდ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203