ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანდრეა ზუმაძე და მეგი გელოვანი სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
20-10-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა. 

ანდრეა ზუმაძე და მეგი გელოვანი ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა საზეიმოდ გადასცა და სწავლაში მიღწეული წარმატება მიულოცა. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203