
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, დაჯილდოვდნენ.
ლუკა თაკვარელიას, მარიამ მიქაძესა და ქეთინო ბაახიას საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერები გადაეცათ. ისინი ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული და ბეჯითი მოსწავლეები არიან.
სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ.
„მიღწეული შედეგი სკოლას ახარებს. ასევე, მისასალმებელია, როცა მოსწავლეების შრომა ფასდება.ცნობილია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება, პროგრამით სარგებლობენ ის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ამ პროგრამის ხელმძღვანელებს“,- ამბობენ სკოლაში.