„გალაკტიონი, როგორც მხატვარი და მუსიკოსი“ - საინტერესო პროექტი ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში
20-10-2023

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის VII კლასში დაიწყო პროექტი - „ოცნება, ნახატი საგანთა უარით“ - გალაქტიონი, როგორც მხატვარი და მუსიკოსი“.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკა ნერგაძე გახლავთ.

პროექტის I ეტაპზე, მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის მიზანსა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

გაკვეთილზე, განიხილეს გალაკტიონ ტაბიძის ლექსი - „რომელი საათია?“ და მისი კავშირი თავად პოეტის ნახატთან.

მოსწავლეებისათვის ძალიან საინტერესო და განსხვავებული აღმოჩნდა ეს გაკვეთილი, ისინი დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ პროექტში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203