„ვულოცავთ, სიყვარულითა და პატივისცემით“ - გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის დირექტორად სამურვეო საბჭომ ციური გოგიბერიძე აირჩია 
20-10-2023
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლაში, 16 ოქტომბერს, დირექტორის არჩევნები ჩატარდა.

სამურვეო საბჭომ ხმათა უმრავლესობით სკოლის დირექტორად ციური გოგიბერიძე აირჩია. 

სკოლაში სამურვეო საბჭოს გადაწყვეტილება ახარებთ და მას წარმატებულ საქმიანობას უსურვებენ. 

„სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ ქალბატონ ციურის დირექტორად არჩევას. წარმატებულ საქმიანობას, წინსვლას და უფლის წყალობას გისურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს. სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203