რუისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მესამე ადგილი დაიკავეს
20-10-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში დიდი მონდომებით ჩაერთო.
ღონისძიების ფარგლებში, ერთმანეთს მუნიციპალიტეტის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეეჯიბრნენ. ჩემპიონატს თელავის N7 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. მონაწილეთა საგულშემატკივროდ კი დარბაზში ტრადიციულად, ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
20 კითხვის შემდეგ, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ. მესამე ადგილზე მე-7 კლასელ გიორგი კიკვიძის ხელმძღვანელობით, 75 ქულით, სწორედ რუისპირის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: ავთანდილ დათულიშვილი - მე-7 კლასი, ალექსანდრე კობაიძე - მე-7 კლასი, ნიკოლოზ პაპუნაშვილი - მე-6 კლასი, ნატალი თანდილაშვილი - მე-6 კლასი.
აღსანიშნავია, რომ მე-2 და მე-3 ადგილზე გასულმა გუნდებმა თანაბარი, 75-75 ქულა დააგროვეს, თუმცა თელავის N9 საჯარო სკოლის გუნდმა ეს უფრო მცირე დროში - 175 წამში შეძლო, რუისპირის საჯარო სკოლის გუნდს კი ამისთვის 209 წამი დასჭირდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“