მოკაზმული საკლასო ოთახი და ფერადი ბუშტებით ხელდამშვენებული პირველკლასელები - საზეიმო გაკვეთილი ზესტაფონის N7 საჯარო სკოლაში
20-10-2023

რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის ანბანის შემობრძანება ნამდვილ დღესასწაულად იქცა. 

პატარებმა, პედაგოგ - გვანცა ბაკაშვილთან ერთად „ანბანეთის“ საოცარ სამყაროში იმოგზაურეს და „აი იას“ სიხარულით შეეგებნენ.

მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად, სხვადასხვა მხიარულ აქტივობასა და დავალებას დიდი მონდომებითა და ხალისით ასრულებდნენ. 

სკოლაში, პატარებს წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203