
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორად სამეურვეო საბჭომ, ნესტან ონიანი მეორე ვადით აირჩია.
სკოლაში, საარჩევნო პროცესი წესების სრული დაცვითა წარიმართა და სამეურვეო საბჭომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.
სკოლაში დირექტორს გამარჯვებას ულოცავენ.
„სკოლის თანამშრომლები დირექტორს - ნესტან ონიანს, ვულოცავთ მეორე ვადით არჩევას, ვუსურვებთ წარმატებასა და წინსვლას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ სკოლის ხელმძღვანელების არჩევის პროცესი მიმდინარეობს.
სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში დასრულდება. შეგახსენებთ, რომ საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან.