
რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის პირველ კლასში, თავგადასავლებით სავსე საანბანო პერიოდი დაიწყო.
„აი ია საოცრების დასაწყისი“ - პედაგოგმა, მაია სამხარაძემ მოსწავლეები მართლაც საოცრებათა სამყაროში ამოგზაურა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებისათვის დაუვიწყარ და სასიამოვნო მოგონებად დარჩება ანბანის შემობრძანება, მრავალფეროვანი აქტივობებითა და სიურპრიზებით. მშობლიური ენა კი მათთვის დედასავით საყვარელი და ძვირფასი იქნება.
სკოლაში, პირვეკლასელებს, წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.
„ცოდნის მწვერვალებისკენ მიმავალ გზას დავულოცავთ ყველა პირველკლასელს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: